LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუღლეზე თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისთვის მამაკაცი დააკავეს

136
სამეგრელო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ნიადაგზე მეუღლის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით მამაკაცი დააკავა.უწყების ინფორმაციით,  მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დაკავებულს ბრალი გენდერული ნიშნით ოჯახში ძალადობის ნიადაგზე თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანასა და ოჯახში ძალადობაში ედება.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავის მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა, რის გამოც ქალმა, მიმდინარე წლის 30 აპრილს, თვითმკვლელობა სცადა. იგი ამ დროისთვის სტაციონარში განაგრძობს მკურნალობას.

პოლიციაში შემოსული შეტყობინების საფუძველზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხნენ მოწმეები, რომლებსაც შესაძლოა, რაიმე სახის
ინფორმაცია ჰქონოდათ მომხდარი ფაქტის შესახებ. ასევე, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

აღსანიშნავია, რომ ჯ.თ.-ს მეუღლის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად, გამოიცა შემაკავებელი
ორდერი, რომლის საფუძველზეც ჯ.თ.-ს მასთან მიახლოება აეკრძალა.

გამოძიება გენდერული ნიშნით ოჯახში ძალადობის ნიადაგზე თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის
სამართლის კოდექსის 11-პრიმა 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 126-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით,”- აღნიშნულია შსს-ის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები