LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით გორში ერთი პირი დააკავეს

148
Capture

სამართალდამცავებმა გორში 1953 წელს დაბადებული ტ.ტ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტ.ტ.-მ მეუღლეს – 1952 წელს დაბადებულ მ.გ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიება სსსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა- 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით დაიწტო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

დანაშაული 3 წლამდე პატიმრობით ისჯება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები