LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მევლუდ მელაძე: “მიმაჩნია, რომ კანონში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ არასწორია “დრიფტის”- როგორც ავტომობილის მართვის ცალკეული ელემენტის ჩაწერა”

152
BeFunky-collage

ტრანსპორტის საკითხების ექსპერტი, „საქართველოს საავტომობილო ფედერაციის“ ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსაზღვრულ ცვლილებას, რის მიხედვითაც დასჯადი ხდება ე.წ. დრიფტი, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც მელაძე აღნიშნავს, კანონში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ არასწორია “დრიფტის”- როგორც ავტომობილის მართვის ცალკეული ელემენტის ჩაწერა.

ე.წ. დრიფტი დასჯადი ხდება

“მოდით ჩემს მოსაზრებას კანონში “დრიფტის” ჩაწერის გაჩენის შესახებ ცოტა დეტალურად ჩავშლი. მიმაჩნია, რომ კანონში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ არასწორია “დრიფტის”- როგორც ავტომობილის მართვის ცალკეული ელემენტის ჩაწერა, არამედ უნდა მოხდეს საავარიო ვითარების შექმნის განმარტება რომელიც თავის თავში უნდა მოიცავდეს მითითებულ ჩამონათვალსაც ვინაიდან დღეის მდგომარეობით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გვაქვს ტერმინი საავარიო ვითარების შექმნა, ხოლო კანონში არ არის განმარტებული რას ნიშნავს საავარიო ვითარების შექმნა, არა და ალბათ დამეთანხმებით, რომ ხელოვნურად მოცურებული ავტომობილი (იქნება ეს დრიფტი თუ სხვაგვარი ქმედება) არის საავარიო ვითარების შექმნა,” – წერს მევლუდ მელაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები