ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხილიანზე, სადაც საცხოვრებელი სახლი დაიწვა, მეზობლები ვარაუდობენ, რომ ხანძარი განზრახ არის გაჩენილი.

მეზობლები ჟურნალისტებთან საუბარში ყვებიან, რომ საცხოვრებელი სახლის მეპატრონე ხშირად იმუქრებოდა სახლის დაწვით. მათივე თქმით, 27 წლის მამაკაცი, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა, გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით და საკუთარ სახლს განზრახ ცეცხლი შარშანაც გაუჩინა. მეზობლების ინფორმაციითვე, ხანძრის გაჩენამდე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა დედას, რის შემდეგაც სახლს ცეცხლი გაუჩნდა. მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ ქალბატონი გარდაცვლილი იყოს.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. არსებული ინფრომაციით კი, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ცხედრის სამძებრო სამუშაოებს ატარებენ, თუმცა, ოფიციალურად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

წყარო: ipn

მსგავსი თემები