მფრინავმა ტაქსმა პირველი გამოცდა წარმატებით ჩააბარა (ვიდეო)

168
44327383-303

გერმანელებმა საჰაერო ტაქსი გამოსცადეს. უჩვეულო ტრანსპორტის შესამოწმებლად ქალაქი შტუტგარტი შეირჩა და პირველი ფრენა საკმაოდ წარმატებული იყო.

შეგახსენებთ, რომ საჰაერო ტაქსი უპილოტოა, ამიტომ მას მძღოლი მიწიდან მართავდა და ტრანსპორტი ჰაერში 4 წუთის განმავლობაში გაჩერდა. ტაქსი ორ მგზავრზეა გათვლილი, თუმცა პირველი ტესტ-დრაივი უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, მათ გარეშე შედგა.

საჰაერო ტაქსის შექმნის მთავარი იდეა დიდი ქალაქების საცობებისგან განტვირთვაა და თავის საქმიანობას სიახლე სავარაუდოდ, 2-3 წელიწადში შეუდგება. როგორც იდეის ავტორები აცხადებენ, ტრანსპორტი მთლიანად ავტონომიური იქნება და ადამიანის ჩარევის გარეშეც მშვენივრად იმუშავებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები