LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მგაზვრობის ტარიფის ცვლილება არ განიხილება – “თბილისის მიკროავტობუსი”

marshutkebi

“თბილისის მიკროავტობუსი“ მგზავრობის საფასურის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მგზავრობის ტარიფის ცვლილება არ განიხილება.

„კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მგაზვრობის ტარიფის ცვლილება ან მომატება კომპანიის მენეჯმენტის მიერ დღის წესრიგში არ განიხილება. უმორჩილესად ვთხოვთ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების წევრებს, ნუ ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, რითიც შეცდომაში შეჰყავთ მომხმარებელი და ზიანი ადგება კერძო კომპანიას, რამაც შესაძლებელია ზოგადად ბიზნესგარემო დააზიანოს,“ – ნათქვამია კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები