კა­რი­ნა გრი­გო­რი­ა­ნი, რომ­ლის შვი­ლი თვე­ე­ბია ლე­ი­კე­მი­ას ებ­რძვის, სოციალურ ქსელში წერს, რომ ტე­ლე­წამ­ყვან­მა ნანუკა ჟორჟოლიანმა დახ­მა­რე­ბა­ზე უარი უთხრა.

“იმ დღი­დან რო­დე­საც უარი მი­თხა­რი დახ­მა­რე­ბა­ზე ჩავ­თავ­ლე რომ შენი ვალი მქონ­და, რო­მელ­საც უკან გიბ­რუ­ნებ. უბ­რა­ლოდ დღემ­დე ვერ ვხვდე­ბი ჩემ­მა შვილ­მა რა და­გი­შა­ვა. მი­ზე­ზი ალ­ბათ, ის იყო მე რომ შენი პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლა “გა­მი­ტყდა” და ეს ხმა­მაღ­ლა და­ვა­ფიქ­სი­რე.

დღე­საც ვფიქ­რობ რომ პო­ლი­ტი­კა­ზე მაღ­ლა დგა­ხარ და იდე­ქი. რო­დე­საც ძა­ლი­ან მი­ჭირ­და მი­თხა­რი “ისი­ნი და­გეხ­მა­რონ”-ო ალ­ბათ კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იგუ­ლის­ხმე, რომ­ლე­ბიც და­მეხ­მარ­ნენ…

უბ­რა­ლოდ ერთს გთხოვ, აღა­რა­სო­დეს აღარ დაყო ბავ­შვე­ბი “პრი­ო­რი­ტე­ტე­ბად” ყვე­ლას თა­ნაბ­რად სწყუ­რია სი­ცო­ცხლე. მარ­თლა მა­გარ საქ­მეს აკე­თებ გა­აგ­რძე­ლე. სა­შინ­ლად აღელ­ვე­ბუ­ლი ვარ. დღეს მძი­მე დღე მაქვს. სა­დაც აქამ­დე არ გამ­წი­რა ღმერ­თმა იმე­დია აწიც არ გამ­წი­რავს…” – წერს გრი­გო­რი­ა­ნი.

 

 

აღნიშნულ პოსტს თავად ტელეწამყვანმა უპასუხა და გრიგორიანთან მიმოწერაც გამოაქვეყნა.

“ეს არის უარი? უბ­რა­ლოდ, გი­თხა­რი რომ ცო­ცხა­ლი რიგი იყო და სამ თვე­ში შენს გვერ­დით ვიქ­ნე­ბო­დი! რა პო­ლი­ტი­კა? რა წას­ვლა! რო­გორ შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კა ახ­სე­ნო ასეთ თე­მებ­ში! ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბით რომ რი­გია და ეს­მით, ერ­თა­დერ­თი იყა­ვი რო­მელ­მაც ეს ვერ გა­ი­გე და თუ პო­ლი­ტი­კა­ზე მიდ­გე­ბა საქ­მე, იცო­დე ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის შვილს და­ვეხ­მა­რეთ ერთხელ იმი­ტომ რომ ჩვენ­თვის პო­ლი­ტი­კა არ არ­სე­ბობს იქ, სა­დაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეა გა­და­სარ­ჩე­ნი! და ყო­ველ მა­რა­თონ­ზე სო­ლი­და­რო­ბის ფონდს სა­ჯა­რო მად­ლო­ბებს ვუხ­დით იმი­ტომ რომ პო­ლი­ტი­კა არ არ­სე­ბობს ზუს­ტად!” – და­წე­რა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა.

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები