LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Microsoft-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი: ტექნოლოგიებით შესაძლებელია საქართველოს შესახებ უამრავ ადამიანს გააგებინოთ

93

Microsoft-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ტექნოლოგიების მეშვეობით შესაძლებელია საქართველოს შესახებ უამრავ ადამიანს გავაგებინოთ და ჩამოსვლა მოვანდომოთ. ამის შესახებ რიჩარდ მაკანიფმა მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმზე Welcome Challenge-ზე განაცხადა. ის ფორუმის საპატიო სტუმარია.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აქ ჩამოსვლისთანავე შევნიშნე არის ის, რომ ინტერნეტი ხელმისაწვდომია ყველგან. რა თქმა უნდა, ეს მცირე ინოვაციაა, თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანი, ვინაიდან აქ ჩამოსული ტურისტები მუდმივად რჩებიან კავშირზე, მათ შეუძლიათ დაუკავშირდნენ ოჯახს და ონლაინ გაუზიარონ შთაბეჭდილებები უამრავ ადამიანს ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში ყოფნისას. ეს არის მაგალითი, თუ როგორ შეილება საინფორმაციო ტექნოლოგიებმა ხელი შეუწყოს ტურიზმის სექტორის განვითარებას“, – განაცხადა რიჩარდ მაკანიფმა. მისივე თქმით, ამ ვიზიტამდე ბევრი რამ არ იცოდა საქართველოსა და საქართველოს ტურისტულ სექტორზე.

“მე შევქმენი Stellar-ი, რომელიც საშუალებას იძლევა, საკუთარი გამოცდილება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფ ადამიანებს გაუზიარო. სწორედ ამ აპლიკაციის მეშვეობით შევიტყვე საქართველოზე უამრავი ლამაზი ამბავი,” – განაცხადა Microsoft-ის ყოფილმა აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი Welcome Challenge-ი თბილისში 23 – 26 ოქტომბერს ტარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები