ქართველი მეწარმეებისთვის სტარტაპების ხელშეწყობისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის პროექტი იწყება.

როგორც ”ფორტუნას” საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, პროექტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კომპანია “Microsoft საქართველოს” მიერ  ერთობლივად განხორციელდება.

მათივე ინფორმაციით, პროექტთან დაკავშირებით 2დღეს სააგენტოსა და “Microsoft საქართველოს” შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში განმარტავენ, მემორანდუმი ითვალისწინებს Microsoft-ის, როგორც პარტნიორის აქტიურ მონაწილეობას დამწყები ბისზნესმენების საქმიანობაში. სააგენტოსთან ერთად, ის დაეხმარება ტექნოპარკის სტარტაპებს განვითარებაში და ხელს შეუწყობს მათ, გახდნენ კონკურენტუნარიანები გლობალურ ბაზარზე.

“ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, სტარტაპებისათვის უზრუნველყოფენ ინვესტიციების მოზიდვას, ტრენინგებისა და კონსულტაციების ჩატარებას, სხვადასხვა სახის ტექნიკურ დახმარებასა და სხვა იმ სერვისებს, რომელიც კომპანიის განვითარებისათვის აუცილებელია”, – განაცხადეს სააგენტოში.

“Microsoft საქართველო”პირველი გლობალური IT კომპანიაა, რომელიც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორი გახდა. კომპანია, სააგენტოსთან ერთად, ტექნოპარკის წევრ სტარტაპებს საშუალებას მისცემს ჰქონდეთ წვდომა უახლეს ტექნოლოგიებთან და გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება.

მსგავსი თემები