LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიდგომა ვაშენებ სადაც მინდა, როგორც მინდა და რამდენსაც მინდა, კატეგორიულად მიუღებელია – კახა კალაძე

118
kaxa kaladze

ის მიდგომები და დამოკიდებულება, რაც თბილისში წლების განმავლობაში იყო, რომ ვაშენებ სადაც მინდა, როგორც მინდა და რამდენსაც მინდა, ეს ნამდვილად არ გამოვა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევის პრეზენტაციის გახსნისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს მიდგომა და დამოკიდებულება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„თბილისის მერიის დაკვეთით “deloitte საქართველომ” განახორციელა თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევა, რომელიც მოიცავს თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ მიმოხილვას, არსებული სექტორების შეფასებას და საინვესტიციო პრიორიტეტული სექტორების იდენტიფიცირებასა და ანალიზს. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და კვლევაშიც ნათლად გამოჩნდება, თუ რამდენად დიდი რესურსი გააჩნია ჩვენს ქალაქს. მაგრამ აქ მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, ჩვენ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა დავივიწყოთ, უნდა მოხდეს ქალაქის სწორი განვითარება. ჩვენ ეს პრობლემები გვქონდა წლების განმავლობაში და შედეგიც არის სახეზე ის, თუ როგორ განვითარდა ჩვენი ქალაქი. ჩვენ მთელი რიგი ცვლილებები განვახორციელეთ და პირველ რიგში რაც გავაკეთეთ, არის განსხვავებული მიდგომები. რა თქმა უნდა, ქალაქი წინ უნდა წავიდეს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორად, უნდა გავაკეთოთ ხარისხიანად. ზოგადად, სამშენებლო სექტორი და ბიზნესიც გადაეწყო იმ მოთხოვნებზე და მიდგომებზე, რომელიც ჩვენი მხრიდან განისაზღვრა. სწორედ ასე იქნება ქალაქის სწორად განვითარება შესაძლებელი”, – განაცხადა კალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები