LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიდის დაზუსტება, კონკრეტულ ვადებს წლის განმავლობაში მოგახსენებთ – დავითაშვილი ანაკლიის პორტის პროექტზე

53
BeFunky-collage

სახელმწიფომ „ანაკლიის პორტთან“ დაკავშირებით მიზანშეწონილობის კვლევა ჩაატარა, თუმცა პროექტის ახალ ტენდერთან დაკავშირებით ვადები წლის განმავლობაში გაცხადდება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა  ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ ისაუბრა.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, მიდის სამუშაოები არსებულ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები, რომელიც უფრო მეტად მოქნილს გახდის სახელმწიფოსაც და პოტენციურ ინვესტორსაც, რომ პროექტის რეალიზება მოხდეს.

„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩვენ, პირველ რიგში, ჩავატარეთ მიზანშეწონილობის კვლევა. ეს არის ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ნიდერლანდური კომპანია.

კვლევა ჩატარდა ომის დაწყებამდე, ომის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბევრი პარამეტრი იცვლება, შესაბამისად მიდის დაზუსტება და ამავდროულად, მიდის სამუშაოები, რომლებიც მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენს არსებულ კანონმდებლობაში შევიტანოთ ცვლილებები, რომელიც უფრო მეტ მოქნილობას მისცემს სახელმწიფოსაც და პოტენციურ ინვესტორსაც, რომ პროექტის რეალიზება მოხდეს.

სამუშაო პროცესი მიდის და კონკრეტულ ვადებს წლის განმავლობაში მოგახსენებთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის იანვარში ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან არსებული ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც პროექტის ინვესტორთა მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავის დაწყება მოჰყვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები