LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიდის მოლაპარაკებები სხვა მასშტაბურ ჰოლივუდურ პროექტებზე – აწარმოე საქართველოში

298
BeFunky-collage (7) (1)

სააგენტოს აწარმოე საქართველოში ხელმძღვანელის, მიხეილ ხიდურელის თქმით, სხვა მასშტაბურ ჰოლივუდურ პროექტებზეც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ამის შესახებ ის Fast and Furious 9-ის მონაკვეთის თბილისში გადაღებასთან დაკავშირებით Facebook-ზე წერს.

“ვულოცავ ყველას – ჰოლივუდი უკვე აწარმოებს საქართველოში!

ბევრი აზრი გაჩნდა , მათ შორის რამოდენიმე სკეპტიკური, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის:

  1. პირველ რიგში, ეს არის ქვეყანაში დახარჯული 32 მილიონ ლარზე მეტი – ადგილობრივი სერვისების შეძენა, აღჭურვილობის დაქირავება, სასტუმროს ხარჯები, ხელფასები ადგილობრივად დასაქმებულებს, ტრანპორტის დაქირავება, ბაზირება (ექსპო ჯორჯია აქვთ აღებული 5 კვირით);
  2. მეორე, ეს არის ყველაზე ეფექტური მარკეტინგული აქტივობა ქვეყნის პოპულარიზაციისა და ტურისტების მოზიდვისთვის, ვიღებთ ქვეყნის Placement-ს მსოფლიო ბლოგბასტერში, უფასოდ.
  3. მესამე, ამ მასშტაბის ფილმის ქვეყანაში გადაღება ნიშნავს იმას, რომ ჰოლივუდმა, როგორც ინდუსტრიამ, საქართველოს აუნთო მწვანე შუქი. ჩვენზე უკვე სხვა სტუდიოები ლაპარაკობენ, შეუქცევადი პროცესი დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი შემოვა.

✔რაც შეეხება cash rebate-ს, ჩვენი პროგრამის “გადაიღე საქართველოში” თანახმად, დახარჯული ,კვალიფიციური თანხის 20-25 % კინომწარმოებელ კომპანიას უბრუნდება უკან და რეალურად გადასახადის დაქვითვის ხარჯზე ხდება. ეს არის ძალიან კარგად აპრობირებული მექანიზმი და ბევრ ქვეყანაში უკვე იქცა კიდეც ეკონომიკის წამყვან ინდუსტრიად. აღარაფერს ვამბობ იმ უდიდეს გამოცდილებაზე, რასაც ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლები მიიღებენ აღიშნული პროექტში მონაწილეობის შედეგად.

მიდის მოლაპარაკებები სხვა მასშტაბურ ჰოლივუდურ პროექტებზე ჰეშთეგი #გადაიღესაქართველოში”- წერს სააგანეტოს აწარმოე საქართველოში ხელმძღვანელი<

თბილისში ფილმ Fast and Furious 9-ის გადაღებები 19 აგვისტოს დაიწყო. გადაკეტილია ვაჟა ფშაველას გამზირი, სადაც გადასაღები მოედანია მოწყობილი.

ფორსაჟის გადაღების პირველი კადრები ვაჟა-ფშაველადან [ვიდეო]

საქართველოში ჰოლივუდური ფილმის გადაღებისთვის მაქსიმუმ 31,4 მილიონი ლარი (31 358 162 ლარი) უნდა დაიხარჯოს.

„ფორსაჟის“ თბილისური გადაღებები და ყველაზე წარმატებული ხუმრობები

სოციალური ქსელების ერთ-ერთი მტავარი თემაც სწორედ „ფორსაჟის“ თბილისური გადაღებებია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები