LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიეჩვიეთ სიმართლის მოსმენას, მოლოდინები ლარის გაუფასურებაზე იყო გადაჭარბებული – მამუკა ბახტაძე

70
59816214-464316670971074-4866996591241723904-o

პრემიერ-მინისტრისთვის ქვეყნის ეკონომიკაში ჯანსაღი პროცესებია. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ დღეს ლარის კურსზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის პრინციპულმა ნაბიჯებმა დაადასტურა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები არის ჯანსაღი. 

„მიეჩვიეთ სიმართლის მოსმენას! ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის ის, რომ მსგავსი პრობლემები მოაგვაროს დროულად, მოახდინოს მათი პროგნოზირება და მათი პრევენცია. ძალიან გთხოვთ, მიეჩვიეთ სიმართლის მოსმენას! რაც შეეხება კურსს – ანალიზი აჩვენებს და გასულ კვირას ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები არის ჯანსაღი”, – აცხადებს ბახტაძე. 

მისი თქმით, ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი სტრუქტურაა და თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები.

“მოლოდინები ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით იყო გადაჭარბებული. ეროვნულ ბანკს აქვს საშუალება გადადგას პრინციპული ნაბიჯები და ყველანაირი მექანიზმი აქვს ამისთვის,“ – ამბობს პრემიერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები