LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიგდებულია, გაუბედურებულია… თუ ვერ გააკეთებს, შეგიძლიათ გააგდოთ“ – ვისზე გაბრაზდა კალაძე

460
კალა 22

დედაქალაქის მერმა სამშენებლო კომპანიებს მოუწოდა, შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.

კალაძის თქმით, მერია არავითარ შემთხვევაში არ დახუჭავს თვალს შეუსრულებელ ვალდებულებებზე.

ქალაქის მერმა მუხიანში სკვერის რეაბილიტაციის ხარვეზებზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ სამუშაოების ხარვეზით შესრულების გამო ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაჯარიმდა.

დღეს მინდა, ერთ არასახარბიელო ფაქტზე გავამახვილო ყურადღება. მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N5-N6-N7 კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერის სრულ რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული შპს „მშენებელი 2019“ ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაახლოებით, 850 კვადრატულ მეტრ ფართობზე ხორციელდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 127 549 ლარია გათვალისწინებული.

სკვერში გამგეობის მიერ სისტემატიურად ხორციელდება სამუშაოების მონიტორინგი, რომლის საფუძველზეც, გამოვლინდა, რომ კომპანიამ სამუშაოები ხარვეზით შეასრულა. ამასთან, ვერ მოახერხა, რეაბილიტაცია დაკისრებულ ვადაში დაესრულებინა. გამგეობამ პანდემიის გამო, კომპანიას ხელშეკრულების ვადა 30 კალენდარული დღით, 24 ივნისამდე გაუხანგრძლივა. მაგრამ არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს, ეს კონკრეტული კომპანია, არ ვიცი საერთოდ რას ფიქრობს. სკვერი ფაქტობრივად სანაგვედ არის ქცეული. აქ არ ვიცი ადამიანი როგორ უნდა ჩავიდეს, რა დასვენებაზეა ზოგადად საუბარი. გავლა არის შეუძლებელი. მინდა გამგებელს დავავალო. ეს თქვენი პროექტია, დაიბარეთ ეს თქვენი კომპანია დღესვე. ირაკლი ბენდელიანს მინდა დავავალო, დაიბარეთ ეს კომპანია და მიეცით ორი კვირის ვადა. ორი კვირის განმავლობაში თუ არ იქნება პროექტი დასრულებული, შეგიძლიათ, გააბრძანოთ. ასეთი კომპანიები გამგეობებისა და მუნიციპალიტეტების ტენდერებში მონაწილეობას არ უნდა იღებდენ. ჩვენ გასული წლების განმავლობაში ძალიან ბევრი კომპანია გავაშავეთ და არავის მივცემთ უფლებას, მოსახლეობა ფეხებზე დაიკიდოს“, – განაცხადა კალაძემ.

 

სად წავიღოთ ამტვერებადი მასალები

 

თბილისის მერია განსაზღვრავს ადგილებს, სადაც მეწარმეებს ამტვერებადი და აალებადი მასალების წარმოება-დამუშავება და რეალიზაცია-განთავსება შეეძლებათ.

ამტვერებადი და აალებადი, ასევე, ნიადაგის დამაბინძურებელი მასალების წარმოება- დამუშავებისა და რეალიზაცია-განთავსებისთვის 2021 წლის პირველი იანვრიდან კონკრეტული ადგილები განისაზღვრება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამავე პერიოდიდან ასევე განისაზღვრება მსგავსი მასალების დამუშავების წესი.

„ჩვენი ქალაქისთვის არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა, ჰაერის დაბინძურებასაკმაოდ პრობლემურია, რომლის გამომწვევი ფაქტორები არის: ტრანსპორტი, როგორც საზოგადოებრივი, ასევე ყველა სახის და ამტვერებადი მასალების უსისტემო მიმოქცევა. ამ მიმართულებით, გასულ წელს დავიწყეთ მუშაობა, პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი წარვუდგინეთ და მოხდა მისი დამტკიცება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არსებული პრობლემები მოგვარდეს. სამშენებლო, სარემონტო მასალები, საბურავების გაყიდვა, აალებადი ნივთიერებებიქალაქის ცენტრალურ უბნებშიაბსოლუტურად უსისტემოდ არის განთავსებული. ეს სერიოზული პრობლემაა ჩვენი დედაქალაქისთვის, ასევე, ამ კონკრეტულ რაიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. არაერთი წერილი შემოსულა თბილისის მერიაში დახმარების შესახებ. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ე.წ. ელიავას ბაზრობა და მიმდებარე ტერიტორია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. პირდაპირ ღია წესით ხდება სამშენებლო მასალების გაყიდვა. ეს ყველაფერი რომ მოწესრიგდეს, ზუსტად ამიტომ შემოვიღეთკანონი, რომელიც უკვე ძალაში შევიდა. ამის შემდეგ, დედაქალაქის საკრებულომ რეგულაციები და წესებიდაამტკიცა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ვიცე-მერსა და მერის მოადგილეს დაავალა, რომ იმ მეწარმეებთან და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც აღნიშნული საქმიანობით არიან დაკავებული, აქტიური კომუნიკაციაჰქონდეთ, რათა ცვლილებებისთვის დროულად მოემზადონ.

„კანონის აღსრულებას 2021 წლის პირველი იანვრიდან დავიწყებთ,რადგან გვინდა, რომიმ ადამიანებს, ვინც აღნიშნული მიმართულებით მუშაობს, მოსამზადებლად გარკვეული დრო ჰქონდეთ. ამისთვის საჭიროა კონკრეტული ადგილების გამოყოფა, როგორ გადაიხუროს ტერიტორია, როგორ უნდა მოხდეს ასეთი მასალების დამუშავება, გაყიდვა და ა.შ. მინდა დავავალო, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და ჩემს მოადგილე მაია ბითაძეს, რომ გქონდეთ ყოველდღიური კომუნიკაცია, არამხოლოდ მედიის საშუალებით, არამედ უშუალოდ ადამიანებთან, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. მიეცით მათ მითითებები, თუ როგორ უნდა მოხდეს წესების დაცვა. 2021 წლის იანვრიდან, თუ კანონი არ აღსრულდება, ამ ყველაფერს ძალიან მკაცრი კონტროლი და რეაგირებამოჰყვება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები