LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიგვატოვა და იმ დიდ ქართველ მსახიობთა რიგში ჩადგა, ვინც საოცარი სამყარო შექმნეს: რობერტ სტურუა კახი კავსაძეზე

247
news-2512

რუსთაველის თეატრის დასის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა მსახიობ კახი კავსაძის გარდაცვალებაზე სოციალურ ქსელში წერს.

„წავიდა… მსახიობი წავიდა… მიგვატოვა კეთილმა კაცმა… მიგვატოვა და იმ დიდ ქართველ მსახიობთა რიგში ჩადგა, ვინც საოცარი სამყარო შექმნეს.
და მჯერა: განუმეურებელი შენი სულის მადლი და ნიჭი, ჩემო კახი, ჩვენ ცოდვილ სულებს მალამოდ მოეფინება…“, – წერს რობერტ სტურუა.

ლეგენდარული მსახიობი კახი კავსაძე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, დღეს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები