მიხეილ ცაგარელმა „ფორტუნაში“ სტუმრობისას ისაუბრა იმ გაუგებრობის შესახებ, რომელიც წითელ ფერთან დაკავშირებით არის, ანუ გამოვიყენოთ თუ არა ის საახალწლო აქსესუარებსა და ტანისამოსში. როგორც ცნობილი ასტროლოგი ამბობს, წითელი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ის ასევე დასძენს, რომ ფენ შუისტებმა ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს. ასევე არასწორია მათი მტკიცება, თითქოს ახალი წელი არა 11, არამედ 3 თებერვალს იწყება.

მიხეილ ცაგარელი:

„ფენ შუისტებმა ცოტა დააბნიეს საზოგადოება. მათ აქვთ სხვანაირი პროგნოზები და გათვლები. ჩვენ უნდა შევხედოთ კალენდარს. რას ვხვდებით ახლა ჩვენ? ჩვენ ვხვდებით ხარის წელიწადს. ამ დროს გამოდის ფენ შუის ზოგიერთი სპეციალისტი და გვეუბნება, რომ ახალი წელი იწყება არა 11 თებერვალს, არამედ 3 თებერვალს. დაიბნენ ჟურნალისტები. მეკითხებიან ხშირად, როდის იწყება ახალი წელი. რეალურად ახალი წელი შემოდის 11 თებერვალს.

ფენ შუისტებმა ასევე აგვირიეს წითელი ფერის მნიშვნელობა. წითელი ყველაზე სარეკლამო ფერია. ამას უნდა ცოტა სხვანაირი ცოდნა. ვერ არჩევენ ხარსა და კუროს. ხარი არის აღმოსავლური ზოდიაქოს ნიშანი, კურო – დასავლური ზოდიაქოს ნიშანი. კუროს არ უყვარს წითელი, აღიზიანებს და კორიდაზე გაჰყავთ არა ხარი, არამედ კურო, ხარს წითელ ფერთან პრობლემა არ აქვს, ამიტომ წითელი ფერი ძალიან აქტუალურია. უფრო მეტიც. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ეს არის ხარის ლითონის სტიქიის წელიწადი და ლითონს სად ამუშავებენ, სად ადნობენ? ცეცხლის სტიქიაში, ანუ ცეცხლის სტიქიაში. ცეცხლი და ლითონი მეგობრობენ და ცეცხლის ფერი არის წითელი. წითელი კარგია, მაგრამ არა მთავარი ფერი, თუმცა შეიძლება მისი გამოყენება არა მხოლოდ სათამაშოებში, არამედ ტანსაცმელშიც. 2024 წლამდე შესუსტებულია ცეცხლის სტიქიის ენერგია სამყაროში, ამიტომ მის გასაძლიერებლად წითელი ფერი აუცილებელია“.

მსგავსი თემები