LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელი: „მაისის თვე არ იქნება მშვიდი და ერთგვაროვანი… ძალზე მძიმე კოსმიური ამინდი არასასიკეთო ზეგავლენას მოახდენს პირად ურთიერთობებზეც…“

435
cagareli

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს ჟურნალ „თბილისელებთან“, რატომ არის მოსალოდნელი მაისში ნეგატიური მოვლენების მატება და რა უნდა გავითვალისწინოთ საფრთხის ასაცილებლად:

მაისის თვე არ იქნება მშვიდი და ერთგვაროვანი. მზისა და პლანეტა ურანის შეერთება კუროს ზოდიაქოში, ტყუპების ნიშანში უკუმიმართულებით მოძრავ რეტროგრადულ მერკურისთან ერთად, სერიოზულ წინააღმდეგობებს წარმოქმნის. სიტუაციას დაამძიმებს პლანეტა მარსის დესტრუქციული ენერგიებიც. მით უმეტეს, რომ თვე დაიწყება კუროს ზოდიაქოში მზის დაბნელებით, რასაც მოჰყვება 16 მაისს მთვარის დაბნელებაც. ამიტომ, დაბნელებების ამ კორიდორში სასურველია, არ დაიგეგმოს არაფერი სერიოზული და ყველა მნიშვნელოვანი საქმის განხორციელება გადაიდოს თვის მეორე ნახევრისთვის.

თვის რომელ დეკადაში გველის განსაკუთრებით სახიფათო და არასასიკეთო ტენდენციები?

განსაკუთრებულად სახიფათო და არასასიკეთო ტენდენციებია მოსალოდნელი 5-16 მაისის დროის მონაკვეთში, სადაც დამანგრეველი ენერგიების ნეგატიური ზემოქმედება თვის პიკს 8-13 მაისის პერიოდში მიაღწევს. ამ დაძაბულ დღეებში მოიმატებს კატასტროფების, სტიქიური მოვლენების, ავარიებისა და ხანძრების რიცხვი. სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლების მიერ დაშვებული სავალალო შეცდომები, უსაფრთხოების წესების იგნორირება და გულგრილობა შესაძლოა, ფატალური შეცდომების მიზეზი გახდეს და დიდი უსიამოვნებები გამოიწვიოს. უკიდურესად სახიფათო სიტუაციები შეიძლება განვითარდეს დიდი ნავთობ და გაზის კომპანიების ტერიტორიებზე, არ არის გამორიცხული ავარიები და ტექნოგენური კატასტროფები.

ეს მძიმე კოსმიური „ამინდი“ პირად ურთიერთობებზეც აისახება?

დიახ, ძალზე მძიმე კოსმიური ამინდი არასასიკეთო ზეგავლენას მოახდენს პირად ურთიერთობებზეც. ეს მეტად საგრძნობი გახდება 11 მაისის შემდგომ, როდესაც პლანეტები ვენერა და იუპიტერი ვერძის ზოდიაქოში გადაინაცვლებს, ხოლო აგრესიული მარსი თევზების ზოდიაქოში პლანეტა ნეპტუნს შეუერთდება. ამ დროს დედამიწის მცხოვრებლებს გაუჭირდებათ მოულოდნელი ემოციებისა და აგრესიის გაკონტროლება. ამიტომ, მაისი შესაძლოა, დაიწყოს ოჯახური კონფლიქტებით, პირად ურთიერთობებში უსიამოვნებებითა და მეგობრულ წრეში გაუგებრობებით.

რას გვირჩევთ, რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ თავი ავარიდოთ მსგავს უსიამოვნებებს და ეს პერიოდი მშვიდად, ყოველგვარი კონფლიქტისა და გაუგებრობების გარეშე გავიაროთ?

ხშირ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტა იქნება რეგულარული ფიზიკური დატვირთვები, ფეხით სიარული, ბუნებაში სეირნობა და საოჯახო საქმეები. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს დაგროვილი გადამეტებული ნეგატიური ენერგიის გარდაქმნასა და სასიკეთო მიზნებისთვის გამოყენებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები