ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

არ ღირს გრძელვადიანი გეგმების დასახვა და საიდუმლოს გაცემა, რომელიც აუცილებლად ნეგატიური შედეგით დაგიბრუნდებათ და შესაძლოა სერიოზული კონფლიქტის მიზეზიც გახდეს. ეცადეთ ნებისმიერი საქმე კონკრეტული შედეგით დაასრულოთ. მაქსიმალურად მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს, ნარკოტიკებსა და ფსიქოტროპულ პრეპარატებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა იურიდიული კონსულტაციის მისაღებად, სასამართლო პროცესის მოსაწყობად და საჯარო გამოსვლისთვის,  კაპიტალდაბანდებისა და ქველმოქმედებისთვის, მოგზაურობისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ქორწინებისთვის, სპონსორების მოსაძიებლად და კონტრაქტების გასაფორმებლად. ნაკლებად სასიკეთო დღეა სასიყვარულო თავგადასავლებისა და რომანტიკული გატაცებებისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია თავის ტკივილის, უგუნებობის და გაღიზიანების მიზეზი გახდება. ამასთანავე, გაიზრდება დასუსტებული ორგანიზმის ინფექციით დასნეულების საფრთხე.

სიზმრები – ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს და თავი შეიკავეთ მათი გახმოვანებისგან.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე და ყვითელი, ვერცხლისფერი, იისფერი და ფირუზისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, ამეთვისტო და მარჯანი სასიკეთო კოსმიურ ძალებს მიიზიდავენ და გააძლიერებენ თქვენს მომხიბვლელობას.

ზოდიაქოს ნიშნები – სასიკეთო დღეა კირჩხიბის, ქალწულის და თხის რქისთვის. პრობლემური იქნება დღე ვერძისა და ტყუპებისთვის.

მსგავსი თემები