მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 16:00-იდან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური გავლენა, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მათ, ვინც ავტომობილს მართავს, რათა მოდუნებული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

საკმაოდ კონფლიქტური დღეა, გაიზრდება ტრავმებისა და ავარიების ალბათობაც,  იმოქმედეთ ფრთხილად და წინადახედულად, მოერიდეთ ფუჭი დაპირებების გაცემას და კამათს გარშემომყოფებთან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინფორმაციის მისაღებად და ცოდნის გასაღრმავებლად, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად,

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ სუფთა ჰაერზე, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. გაამდიდრეთ კვების რაციონი უცხიმო ხორცით და თევზით, ხილით და ბოსტნეულით. მოერიდეთ ოპერაციის გაკეთაბას დასუსტებულ კუჭქვეშა ჯირკვალსა და ელენთაზე.

დღის ფერები და მინერალები – ბეჟი და მწვანე, ნაცრისფერი, ყავისფერი და ნარინჯისფერი,   ასევე ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, აგატი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის, შედარებით დაძაბული იქნება დღე ლომისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის.

მსგავსი თემები