გონებისა და ინტელექტის მმართველი პლანეტა მერკური 17 აპრილამდე თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადავა, რაც პოზიტიურად აისახება ნებისმიერის ინტელექტუალურ და შემოქმედებით საქმიანობაზე, გაძლიერდება ინტუიცია და ფოტოგრაფიული მეხსიერება, ქველმოქმედების სურვილი და კოსმოსის საიდუმლოებებით დაინტერესება. თუმცა, ბევრს გაიტაცებს ილუზიები, ზედმეტი ფანტაზიები და წარსულზე ფიქრი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა სტუმრების მისაღებად და ძველი საქმეების დასასრულებლად, ტანსაცმლის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად. ნაკლებად სასიკეთო დღეა ქორწინებისა და კაპიტალის დაბანდებისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება გულ-სისხლძღღთა და ნერვულ სისტემაზე, რაც თავის მხრივ თავის ტკივილის და უგუნებობის მიზეზი გახდება. მოერიდეთ თავის არეში, ცხვირის ზონასა და გრძნობის ორგანოიეზე ოპერაციების ჩატარებას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი და ლურჯი, ნარინჯისფერი, ოქროსფერი და იისფერი, ასევე ლალი, ძოწი და იაგუნდი, თოფაზი და ფირუზი გააძლიერებენ თქვენს მომხიბვლელობას და დადებითი კოსმიური ენერგიების მოზიდვით გაზრდიან სასიკეთო შანსებს.

სიზმრები – მიაქციეთ ყურადღება სიზმრებს, რადგან ახლო მომავალში აუცილებლად ახდება კეთილი ზმანება.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიურად ჩაივლის დღე ლომისა და სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, უსიამოვნებები ელით კუროსა და კირჩხიბს.

მსგავსი თემები