LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

538
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 05:42-დან 01:03 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის მიღებისგან, უმჯობესია მიირთვათ ზღვის პროდუქტი, ხილი და მოთუშული ბოსტნეული. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს, სახსრებს, ხერხემალს და ძვლოვან სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, იისფერი და ნაცრისფერი, ასევე ფირუზი, საფირონი, ონიქსი, ამეთვისტო და ქრიზოპრაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები