მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში, რომელიც 16:24-დან 20:23 საათამდე გაგრძელდება, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა მთვარის ნეგატიური ენერგიის გავლენით მოდუნებული ყურადღება არ გახდეს ავარიების შექმნის მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ექსპერიმენტების ჩასატარებლად და ახალი სამსახურის მოსაძიებლად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, პარფიუმერიის და კოსმეტიკის შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ოჯახის წევრებთან უთანხმოების მოსაგვარებლად და ძველ მეგობრებთან კონტაქტების აღსადგენად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტუური დღის უარყოფითი ენერგია ნეგატიურად აისახება გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობაზე, გამოიწვევს თავის ტკივილს და უგუნებობას. მოერიდეთ ზედმეტად გადატვირთვას და მეტი დაისვენეთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართეთ წამლების პროფილაქტიკას. მართალია, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ დიაბეტიან პაციენტებს, რადგან მაღალია სისხლში შაქრის მომატების ალბათობა, მაგრამ ტკილეულის მირთმევისგან მაინც ყველას მოუწევს თავის შეკავება. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, ფრინველის ხორცით, თევზით და წიწიბურათი. მოერიდეთ გარუჯვას და ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას, კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი და ბეჟი, ოქროსფერი და ნარინჯისფერი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი და სერდოლიკი, სარდიონი და ქარვა გააძლიერებენ თქვენს  შარმს, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებები ელით ტყუპებს, ლომს და სასწორს, ნაკლებად იღბლიანი იქნება დღე მორიელისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის.

 

 

მსგავსი თემები