LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

206
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 05:30-დან 24 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა ჩვეულებრივზე მეტად მოდუნებული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს სახიფათო და ავარიული სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოერიდეთ კამათს და კინკლაობას, რადგან დღეს ადამიანებს განსაკუთრებით მოუნდებათ  საკუთარი სიმრთლის დამტკიცება, რაც სწრაფად გადაიზრდება კონფლიქტში.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, უცხოელებთან კონტაქტების გასაფართოვებლად და კაპიტალის დასაბანდებლად, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის უარყოფითი ენერგია ნეგატიურად აისახება გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს, მოერიდეთ ალკოჰოლის და ცხიმიანი საკვების მიღებას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, სერდოლიკი, ნეფრიტი, აქვამარინი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს შარმს და მომხიბვლელობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებები ელით ტყუპებს, ლომს და სასწორს, რთული იქნება დღე მორიელისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები