მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში, რომელიც 21:19-დან 22:52 საათამდე გაგრძელდება, გნსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა მთვარის ნეგატიური ენერგიის გავლენით მოდუნებული ყურადღება არ გახდეს ავარიების მიზეზი.

მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები და გამოიჩინეთ სიფრთხილე ნებისმიერი საქმის კეთებისას, რადგან მცირე უზუსტობაც სერიოზული პრობლემების მიზეზი გახდება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად, ვაჭრობისა და კომერციისთვის. ნაკლებად წარმატებული დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ახალი ნაცნობების შესაძენად და გამოცდების ჩასაბარებლად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, თაფლით და რძის პროდუქტით. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს, განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ დიაბეტიან პაციენტებს, რადგან მაღალია დაავადების გამწვავების ალბათობა.

დღის ფერები და მინერალები – ყავისფერი, კრემისფერი და ვერცხლისფერი, ნარინჯისფერი და მწვანე, ასევე ქრიზოპრაზი, ოპალი და ზურმუხტი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და გაზრდიან წარმატების შანსებს.

ჰოროსკოპის ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსა და მორიელსთვის, თხის რქისა და თევზებისთვის, რომელთაც მეტი აქტიურობა მართებთ. ნაკლებად სასიკეთო იქნება დღე ტუპებისა და ლომისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის.

მსგავსი თემები