LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

627
cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში, რომელიც 16:30-დან 24:00 საათამდე გაგრძელდება, განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა მთვარის ნეგატიური ენერგიის გავლენით მოდუნებული ყურადღება არ გახდეს ავარიების მიზეზი.

ეცადეთ ყველა უსიამოვნებას იუმორით შეხედოთ, დაიცვათ წესები და მოერიდოთ ხელმძღვანელებთან კამათს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – წარმატებული დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის, კონფერენციების, კულტურული, გასართობი ღონისძიებების და აუქციონის მოსაწყობად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, მოლაპარაკებების გასამართად და ნაცნობთა წრის გასაფართოვებლად. ნაკლებად წარმატებული დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის.

ჯანმრთელობა – გეომეგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და მწვანილით, თხილით და მზესუმზირით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, მხრებს და ხელის კუნთებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი და კრემისფერი, იისფერი, ნარინჯისფერი და ნაცრისფერი, ასევე თოფაზი, საფირონი და სარდიონი, ჟადეიტი და ლალი გააძლიერებენ თქვენს შარმს და გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმრი მომავალი წარმატების მანიშნებელი იქნება.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიურად ჩაივლის დღე ლომისა და სასწორისთვის, უსიამოვნებები ელის კუროს, მორიელს, თხის რქს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები