LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

310
cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 13:05 საათამდე, როცა მთვარის ნეგატიური ენერგიის გავლენით განსაკუთრებით მოდუნდება ყურადღება, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა თავიდან აიცილონ სახიფათო და ავარიული სიტუაციები.

ენდეთ ინტუიციას და გამოიყენეთ გამოცდილება ნებისმიერი საქმის შესრულებისას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა მოგზაურობისა და უცხოელებთან კონტაქტის დასამყარებლად, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, ცოდნის მისაღებად და თვალსაწიერის გასაფართოვებლად, კონსულტაციის მისაღებად და იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს. მოერიდეთ ცომეულის, ცხიმიანი ხორცის, ყველის და არაჟნის, ჩიფსების, თხილის და გაზიანი სასმელის მირთმევას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი და ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, საფირონი და ლაზურიტი, სერდოლიკი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და გაზღდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, ნაკლებად სასიკეთო დღეა ქალწულსა და მორიელსთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები