LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

184
mikheil-cagareli

მეტი სიფრთხილე გამოიჩენეთ მგზავრობისა და მოგზაურობისას, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ცოდნის შესაძენად და თვალსაწიერის გასაფართოვებლად, უცხოელებთან კონტაქტების დასამყარებლად და საზღვარგარეთ კაპიტალის დასაბანდებლად, ვარჯიშისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს. გაამდიდრეთ კვების რაციონი ქათმის და საქონლის ღვიძლით, ხილით და ბოსტნეულით, თხილით და წიწიბურათი.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი და ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, სერდოლიკი და საფირონი, ლალი და ნეფრიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზღდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისა და სასწორისთვის, დაძაბული იქნება დღე თხის რქისა და თევზებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები