LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

cagareli

ეცადეთ მეტი დაისვენოთ, მოერიდოთ კონფლიქტს და გარშემომყოფთა კრიტიკას. დოკუმენტები მხოლოდ ყურადღებით გაცნობის შემდეგ გააფორმეთ, რადგან საკმაოდ მაღალია შეცდომის დაშვების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად, კომერციისთვის და ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად, ახლობლებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და სასიყვარულო პარტრიორთან უთანხმოების მოსაგვარებლად. ნაკლებად სასიკეთოა დღეა  ქორწინებისთვის, მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, საცხოვრებლის შესაცვლელად და სესხის ასაღებად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია პრობლემებს შეუქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც თავის მხრივ არტერიული წნევის მატების, თავის ტკივილის და უგუნებობის მიზეზი გახდება. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლისბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, თეთრი და ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, თოპაზი, ოპალი და აგატი გააძლიერებენ თქვენს შარმს და გაზრდიან დადებით შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები –  წარმატებული დღეა ქალწულისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის, უსიამოვნებები ელით ვერძს, ტყუპებს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები