LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 17 ინვისის ასტროლოგიური პროგნოზი

308
cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 12:31-დან 20:14 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური გავლენა, მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მძღოლებმა, რათა უყურადღებობა და კონცენტრაციის დაკარგვა არ გახდეს ავარიული სიტუაციების შექმნის მიზეზი.

სავსემთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა, რადგან  მზე და მთვარე ერთმანეთს მშვილდოსან-ტყუპების ზოდიაქალურ ღერძზე დაუპირისპირდებიან. გაიზრდება ტრავმებისა და ავარიული სიტუაციების შექმნის საფრთხე, ადამიანებში გაძლიერდება აგრესია და დეპრესიისკენ მიდრეკილება, მოიმატებს ცდუნებების და შეცდომების დაშვების ალბათობა. გამოიჩინეთ სიფრთხილე, იმოქმედეთ გააზრებულად, აკონტროლეთ ემოციები და მოჭარბებული ეგოიზმი, მოერიდეთ სარკასტულ გამონათქვამებს და სულსწრაფ გადაწყვეტილებებს, სარისკო მოქმედებებს  და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულტურულ-გასართობი ღონისძიებების და საიუბილეო საღამოების მოსაწყობად. არ ღირს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. მეტი დაისვენეთ და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართეთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ოპერაციის ჩატარებას დასუსტებულ ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტზე.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ცისფერი, ყვითელი და იისფერი, ასევე ფირუზი, სერდოლიკი და გიშარი, ლაზურიტი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს შარმს და მომხიბვლელობას, კოსმიური ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – ახდება მხოლოდ კეთილი სიზმრები.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ კურო და კირჩხიბი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები