LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

mikheil-cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში, რომელიც 18:17-დან 19:22 საათამდე გაგრძელდება, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რადგან მთვარის ნეგატიური გავლენით მოდუნებული ყურადღება გაზრდის ტრავმებისა და ავარიების ალბათობას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, კომერციისა და ფინანსური ოპერაციების განხორციელებლად, მეგობრებთან და სასიყვარულო პარტნიორთან უთანხმოების მოსაგვარებლად. არ ღირს ქორწინება, მშენებლობის დაწყება, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია პრობლემებს შეუქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატების, თავის ტკივილს და უგუნებობას. გაუფრთხილდით დასუსუსტებულ კუჭს, ღვიძლს, ნაღვლისბუშტს და მაქსიმალურად გააკონტროლეთ საკვების და სასმელის ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის საფრთხე.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე და ვერცხლისფერი, ცისფერი და იისფერი, ასევე ზურმუხტი, აგატი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს შარმს და მიიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღე ელის კუროს, კირჩხიბს და მორიელს, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადოს ლომი, მშვილდოსანი და მერწყული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები