LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

311
მიხეილ ცაგარელი

მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ უკმეხ გამონათქვამებს და ზედმეტ პირდაპირობას, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ უსიამოვნებების თავიდან აცილებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, პარფიუმერიის და კოსმეტიკის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, რომანტიკული თავგადასავლებისა და ქორწინებისთვის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების და საიუბილეო საღამოების მოსაწყობად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის მძიმე ენერგია ნეგატიურად აისახება გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის გამართულ მუშაობაზე, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს, დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან ცხარე, მარილიანი საკვები და ალერგიული პროდუქტი. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, ენდოკრინულ სისტემას და თირკმელებს. კარგი დღეა ექიმის კონსულტაციის მისაღებად და მკურნალობის დასაწყებად.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ცისფერი და ბეჟი, მწვანე, ნაცრისფერი და ყვითელი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი და ჟადეიტი, საფირონი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს შარმს და გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, უსიამოვნებები ელით კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები