LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

469
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 12:46-დან 15:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

კარმული გამოცდის დღეა! სამყარო თქვენს სიმტკიცეს და ერთგულებას, სანდოობას და საიმედოობას გამოცდის.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ნდობა, არ ღირს უმიზეზოდ ეჭვიანობა და წვრილმანებს ჩაძიება. ნებისმიერი კამათისას გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება და დიპლომატია.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს ტესტირება და გამოცდების ჩაბარება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, რადგან მაღალია მედიკამენტებით მოწამვლის ალბათობა. გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის პროდუქტით, ხილით და ბოსტნეულით. მოერიდეთ ზედმეტი სითხის და ალერგიული პროდუქტის მიღებას. კარგი დღეა მავნე ჩვევების დაძლევისა და დიეტის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, მწვანე, ბეჟი, ყვითელი, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, აქატი, ტოპაზი და აკვამარინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მორიელს და თხის რქას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები