LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

582
cagareli-ne-fot2020-2020-01-14-09-15-48-344929

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 02:30-დან 09:08 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

თუ გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, გადაასხით სითხე ერთი ჭურჭლიდან მეორეში. ერთი შეხედვით მარტივი მანიპულაცია აუცილებლად დაგეხმარებათ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.

ნუ შეუშინდებით მსხვილი კაპიტალის დაბანდებას, რადგან დღეს დაწყებული საქმე აუცილებლად წარმატებას მოგიტანთ.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ზედმეტად ეჭვიანობა, უმჯობესია მეტი თავისუფლება მისცეთ პარტნიორს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, კოსმეტიკისა და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა სტომატოლოგიური პროცედურების ჩასატარებლად. მიირთვით ხილი, ბოსტნეული და ზღვის პროდუქტი, მოერიდეთ თხილის, თაფლის და სხვა ალერგიული პროდუქტის მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ბეჟი, ნაცრისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ციტრინი და საფირონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები