LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

554
mixeil-cagareli

ეს დღე პირველ რიგში ყურადღებას ითხოვს მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდში, რომელიც 15:14-დან 21:18-მდე გასტანს. ამ დროს უარყოფითი მთვარის ენერგია ადამიანებში ზედმეტად ადუნებს ყურადღებას, რაც შეიძლება გახდეს ტრავმებისა და ავარიების მიზეზი, ამიტომ გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება. სიფრთხილე გამოიჩინეთ ცეცხლთან, ლითონის კონსტრუქციებთან, სველ ზედაპირებთან და მჭრელ საგნებთან. საკვებ რაციონში ნუ შეიტანთ თხილს, ციტრუსებს და სხვა ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს. ეცადეთ, მშვიდ ვითარებაში გაარკვიოთ საკამათო საკითხები.

ჯანმრთელობა – დღე გეომაგნიტური ენერგიებით არის სავსე, რაც პრობლემებს უქმნის ადამიანის გულსისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს თავის ტკივილის, უგუნებობის, წნევის და სხვა გამოვლინებების მიზეზი. დღეს სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, ფარისებრი ჯირკვალი, თირკმელი, კანი, შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ამიტომ ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, სასურველი არ არის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღე პოზიტიური და სასიკეთოა სიყვარულისთვის, ქორწინებისთვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების პარფიუმერიის, კოსმეტიკის ავეჯისა და მუსიკალური აპარატურის შეძენისთვის, კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის, არაფორმალურ გარემოში მოლაპარაკებებისთვის, ექიმთან კონსულტაციისთვის და მკურნალობის დაწყებისთვის.

მინერალები – გამოიყენეთ ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, აქუამარინი და ოპალი, ეს ქვები მეტად მოიზიდავენ სასიკეთო კოსმოსურ ენერგიებს და შესაძლებლობებს.

ფერები – ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე, ნაცრისფერი, ეს ფერები მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა სასწორისა და მშვილდოსანთათვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები