LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

762
cagareli-ne-fot2020-2020-01-14-09-15-48-344929

დღეს განსაკუთრებით გაძლიერდება კავშირი მფარველ ანგელოზთან, ამიტომ ილოცეთ და ითხოვეთ დახმარება.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან მაღალია თაღლითობის და შეცდომაში შეგნებულად შეყვანის ალბათობა.

ინტელექტის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის 11 ოქტომბრამდე ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა, ერთის მხრივ, პრაქტიკულობას და პრაგმატულობას, შრომისუნარიანობას და პასუხისმგებლობის გრძნობას, დისციპლინას და ყველაფრის მოწესრიგების სურვილს, წვრილმანების დანახვის და უცხო ენების მარტივად ათვისების უნარს, მეორეს მხრივ, პედანტიზმს და სიჯიუტეს, სიხისტეს და ზედმეტ პირდაპირობას გააძლიერებს.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს პრობლემების დამძიმება, უმჯობესია იუმორით მოაგვაროთ ყველა საკამათო საკითხი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, გასაუბრების გავლა და გამოცდების ჩაბარება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, გარისკვა და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყავისფერი, კრემისფერი, ნაცრისფერი და ნარინჯისფერი, ასევე მალაქიტი, აქატი, ონიქსი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომისა და სასწორისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები