LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

467
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და ენერგიული, მუდამ პოზიტიური და ოპტიმისტურად განწყობილი მშვილდოსნის, მთვარე კი, ორგანიზებული და დისციპლინირებული, სერიოზული და საქმიანი თხის რქის ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

პარტნიორული ურთიერთობა – აკონტროლეთ ემოციები, არ ღირს ჯინის და სიჯიუტის გამოვლენა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, აქტიური დასვენებისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების დასაწყებად, ბინის ინტერიერის და დეკორის შესაცვლელად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, საოფისე და საკანცელარიო ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, ხელმძღვანელებთან კამათი და საკუთარი მოთხოვნების წაყენება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა დიეტის დასაწყებად და მანვე ჩვევების დასაძლევად. მოერიდეთ თხილის, ციტრუსის და სხვა ალერგიული პროდუქტის მირთმევას. თავი შეიკავეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს, სახსრებს და ძვლოვან სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ყავისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე აქატი, ონიქსი, ქრიზოპრაზი, მალაქიტი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მორიელისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და ლომს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები