LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

787
mixeil-cagareli-4

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და ენერგიული ვერძის, მთვარე კი, კომუნიკაბელური და გონებამახვილი ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კონფერენციების და აუქციონების მოსაწყობად, ინფორმაციის მისაღებად და ცოდნის გასაღრმავებლად, საქმიანი შეხვედრების მოსაწყობად და ხანმოკლე მოგზაურობისთვის. არ ღირს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს.

დღის ფერები და მინერალები – ნაცრისფერი, ნარინჯისფერი, ოქროსფერი, იასამნისფერი და კრემისფერი, ასევე ტოპაზი, საფირონი, აქვამარინი, ნეფრიტი და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, შედარებით რთული იქნება ქალწულისა და მორიელისთვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები