მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში, რომელიც 18:00-დან 23:17 საათამდე გაგრძელდება, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა მთვარის ნეგატიური ენერგიის გავლენით მოდუნებული ყურადღება არ გახდეს ტრავმებისა და ავარიების მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი პოტენციალის გამოსავლენად და გადადებული საქმეების დასასრულებლად, თვითნაკეთი და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად, ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ნაკლებად სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. ყურადღებით გადაამოწმეთ ყველა დოკუმენტი და მოერიდეთ სესხის აღებას.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი წიწიბურათი და თხილით, ბოსტნეულით და ხილით, ხორცით და რძის პროდუქტით. გაუფრთხილდით კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი და მწვანე, ვერცხლისფერი, იისფერი და ცისფერი, ასევე ზურმუხტი, ოპალი და მარგალიტი, აგატი და მალაქიტი გააძლიერებენ თქვენს შარმს და გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსთვის, თხის რქისა და თევზებისთვის, ნაკლებად წარმატებული დღე ელით ლომისა და სასწორს.

მსგავსი თემები