ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში 04:00-დან 06:03 საათამდე, როცა მთვარის ნეგატიური ენერგიის გავლენით  ჩვეულებრივზე მეტად მოადუნებული ყურადღება ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად და იურიდიული კონსულტაციის მისაღებად, კაპიტალის სარფიანად დასაბანდებლად და სპონსორების მოსაძიებლად. არ ღირს ძველი ნივთების რესტავრაცია და ძველი იდეების განხორციელება, სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გარკვევა და საკუთარ გეგმებზე საუბარი, რადგან გარშემომყოფები ნებისმიერ ინფორმაციას თქვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს, რადგან მაღალია ინფექციური დაავადებებით დასნეულების ალბათობა. არ ღირს კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება, ალკოჰოლის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღება. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი და მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი და ფირუზისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი და გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს მომხიბვლელობას და მიიზიდავენ პოზიტიურ კოსმიურ ენერგიებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური იქნება დღე მორიელისა და თხის რქისთვის, ნაკლებად გაუმართლებს ვერძს და სასწორს.

 

მსგავსი თემები