განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში, რომელიც 10:20-დან 10:47 საათამდე გაგრძელდება. მთვარის უარყოფითი ენერგია მოადუნებს ყურადღებას, რაც თავის მხრივ გაზრდის ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტებისა და კონფრონტაციების ალბათობას.

სიყვარულისა და ხელოვნების მმართველი პლანეტის ვენერას გავლენა კი, რომელიც 4 თებერვლამდე მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, დაგეხმარებათ მოგზაურობასა და ტურისტული ლაშქრობების მოწყობაში, უცხოელებთან კონტაქტების გაღრმავებასა და სასიყვარულო რომანების გაბმაში. თუმცა, გაძლიერედება ადამიანთა სულსწრაფობა და ეგოიზმი, რაც თავშეკავებას, გრძნობებისა და  ემოციების მაქსიმალურ კონტროლს გაიძულებთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – შეგიძლიათ აქტიურად ჩაებათ საზოგადოებრივ საქმეებსა და ღონისძიებებში, გააუმჯობესოთ ურთიერთობა მეგობრებთან. კარგი დღეა კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად. თუმცა, არ ღირს გარშემომყოფთათვის საიდუმლოს გამხელა, რადგან აუცილებლად გახმაურდება და ნეგატიური შედეგით დაგიბრუნდებათ უკან.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღე პრობლემებს შეუქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას. მოიმატებს არტერიული წნევა და თავის ტკივილი, არასტაბილური იქნება ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, რაც თავის მხრივ განწყობის ხშირი ცვლილების მიზეზი გახდება.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, წითელი და ლურჯი, ცისფერი და ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები. საფირონი, აქვამარინი და ცირკონი, ძოწი და ციტრინი.

ზოდიაქოს ნიშნები – სასიკეთო დღეა ვერძისა და სასწორისთვის. პრობლემები ელით კირჩხიბსა და თხის რქას.

მსგავსი თემები