მოერიდეთ ზედმეტი პრეტენზიების გამოთქმას და იმოქმდეთ მხოლოდ პარტნიორებთან შეთანხმებული გეგმით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებების გასამართად, იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, ახალი სამსახურის მოსაძიებლად ან თანამდებობის მისაღებად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, პარფიუმერიის და კოსმეტიკის, ტანსაცმლის, ძვირფასი ნივთების და ლატარიის ბილეთების შესაძენად. ნაკლებად წარმატებული დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ფინანსური გარიგებებისა და საცხოვრებლის შესაცვლელად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის გამართულ მუშაობაზე, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. სასიკეთო დღეა ნერვული სისტემის გასაჯანსაღებლად და თვალის დაავადებების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს, გულს და მოერიდეთ სიმძიმის აწევას.

დღის ფერები და მინერალები – წითლი, ყვითელი და ლურჯი, ბეჯი და ნარინჯისფერი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი და სარდიონი, ქარვა და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებები ელით ვერძს, ტყუპებს და მერწყულს, პრობლემებისთვის უნდა ემზადონ ქალწული და მორიელი.

მსგავსი თემები