დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენით ჩაივლის. მზე გონებაგამჭრიახი და კომუნიკაბელური ტყუპების, მთვარე კი, მოსიყვარულე ლომის ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ მგზავრობისას, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ახალი სამსახურის მოსაძიებლად ან თანამდებობის მისაღებად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის, ძვირფასი ნივთების და ლატარიის ბილეთების შესაძენად. არ ღირს ფინანსური ოპერაციების განხორციელება, ხელშეკრულებების გასაფორმება და ხელმძღვანელებთან კამათი, საცხოვრებლის შეცვლა, ნიშნობის მოწყობა და ქორწინება.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსუტებულ ხერხემალს, გულს და მოერიდეთ სიმძიმის აწევას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი და ბეჟი, ნარინჯისფერი და ოქროსფერი, ასევე ბრილიანტი, ქარვა და სერდოლიკი, სარდიონი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს შარმს, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის, დაძაბული იქნება დღე კუროსთვის, კირჩხიბისა და თევზებისთვის.

მსგავსი თემები