ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში 02:13-დან 18:35 საათამდე, როცა მთვარის ნეგატიური ენერგიის გავლენით განსაკუთრებით მძღოლებს გაუჭირდებათ ყურადღების კონცენტრირება, რაც თავის მხრივ ტრავმებისა და ავარიების ალბათობას გაზრდის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – წარმატებული დღეა მოგზაურობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და სასამართლო პროცესის გასამართად, კონტრაქტების გასაფორმებლად და კაპიტალის სარფიანად დასაბანდებლად, საჯარო გამოსვლებისა და საქველმოქმედო ღონისძიებების მოსაწყობად. მოერიდეთ სამომავლო გეგმების დასახვას და ინფორმაციის გაცემას, გარშემომყოფებთან კამათს და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გარკვევას.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელების და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი და მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი და ფირუზისფერი, ასევე მარგალიტი, ამეთვისტო და ალექსანდრიტი, მარჯანი და გიშერი გააძლიერებენ თქვენს მომხიბვლელობას და მოიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღე ელის კუროს და კირჩხიბს, შედარებით დაძაბული იქნება დღე ლომისა და მერწყულისთვის. გადატვირთვას უნდა მოერიდონ თევზების, ვერძის და კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები, რადგან გადაღლა ნეგატიურად აისახება მათ ჯანმრთელობასა და  ემოციურ მდგომარეობაზე.

 

მსგავსი თემები