განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 20:53-დან 23:45 საათამდე, როცა მთვარის უარყოფითი ენერგია მოადუნებს ყურადღებას, გაზრდის ტრავმებისა და ავარიების ალბათობას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა საზოგადოებრივი საქმიანობისა და ნოვატორული იდეების განსახორციელებლად, სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ელექტრო და გაზის, კომპიუტერული ტექნიკის და მინერალების შესაძენად, სამეცნიერო კვლევებისთვის და საიუბილეო საღამოების მოსაწყობად, მშენებლობის ან რემონტის დასაწყებად.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი თევზით და ფრინველის ხორცით, ბოსტნეულით და ხილით, რაც დღესასწაულებზე გადატვირთულ ორგანიზმს განტვირთვაში დაეხმარება. დასუსტდება ნერვული სისტემა, მხედველობა და ფეხის კუნთების ზონა.

ფერები და მინერალები – ნეონის ფერები და ვერცხლისფერი, ყვითელი და წითელი, ასევე საფირონი, აქვამარინი და ციტრონი, ძოწი და ჟადეიტი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავენ და ხაზს გაუსვამენ თქვენს შარმს, მომხიბვლელობას.

ზოდიაქოს ნიშნები – სასიკეთო დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, ნაკლებად სასიკეთო იქნება დღე კუროსა და თევზებისთვის.

მსგავსი თემები