სიყვარულის, სილამაზის და ხელოვნების მმართველი პლანეტის – ვენერას 3 ივლისამდე ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა, ერთის მხრივ, კომუნიკაბელურობას და ადამიანებს შორის ურთიერთგაგების მოძიების უნარს, მეორეს მხრივ კი ტყუილების, ჭორებისა და ინტრიგებისკენ, ორჭოფობისა და სულსწრაფობისკენ მიდრეკილებას გააძლიერებს, პირად ურთიერთობებში კი, მოიმატებს ფლირტი, თავქარიანობა და ზედაპირულობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად წარმატებული დღეა ქორწინებისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის, ახალი ნაცნობების შესაძენად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, გასარისკად და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე, ამიტომ გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას, კუჭქვეშა ჯირკვალს და მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელების მიღებას. სასიკეთო დღეა კანის დაავადებების სამკურნალოდ და დიეტის დასაწყებად.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი და მწვანე, ყავისფერი, ნაცრისფერი და ნარინჯისფერი, ასევე მწვანე და ყვითელი იასპი, მალაქიტი, აგატი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს შარმს და გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა მორიელისა და ქალწულისთვის, დაძაბული იქნება დღე ვერძისთვის, ტყუპებისა და მერწყულისთვის.

 

 

მსგავსი თემები