მაქსიმალურად გაუფრთხილდეთ ფულს და ძვირფას ნივთებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რადგან მაღალია დაკარგვის და გაძარცვის ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად, მსხვილი საყიდლების გასაკეთებლად, ხელნაკეთი ნივთების შესაძენად და კაპიტალის დასაბანდებლად, ნაკლებად სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, საცხოვრებლის შესაცვლელად და სესხის ასაღებად.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი უცხიმო ხორცით და თევზის კერძებთ, ხილით და ბოსტნეულით. არ ღირს ოპერაციის ჩატარება დასუსტებულ კუჭზე, ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტზე.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე და თეთრი, იისფერი, ცისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, ამეთვისტო და მალაქიტი, აგატი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – აუცილებლად საიდუმლოდ შეინახეთ დღევანდელი სიზმარი.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, შედარებით დაძაბული იქნება დღეს მშვილდოსნისა და მერწყულისთვის.

მსგავსი თემები