LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (17-23 ივნისი)

3125
მიხეილ ცაგარელი

მიხეილ ცაგარელის კვირის (17-23 ივნისი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის. საკმაოდ რთული კვირა, რადგან დედამიწის ნეგატიური ენერგოველი ისევ ნეგატიურად აისახება ზოდიაქოს ყველა ნიშანზე, შექმნის პრობლემებს ურიერთობაში, გახდება კონფლიქტის და დაპირისპირების მიზეზი.

ვერძი – საინტერესო, თუმცა პრობლემური კვირაა. მართალია, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და კომუნიკაბელურობის გამოვლენას, მაგრამ სირთულეები შეგექმნებათ სამსახურში, რადგან საკუთარი შესაძლებლობების გადაფასებით ბევრად მეტ დაპირებას გასცემთ, ვიდრე შეძლებთ შესრულებას, რაც კოლეგებთან კონფლიქტის და უსიამოვნებების მიზეზი გახდება. ნაკლებად სასიკეთო კვირაა ახალ პროექტში კაპიტალის დასაბანდებლად და მსხვილი საყიდლების გასაკეთებლად, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გასამართად და ხელშეკრულებების გასაფორმებლად.

კურო – უსიამოვნებებით სავსე კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოგიწევთ გეგმების რადიკალურად შეცვლა, რადგან პროექტთა ნაწილი ან იმედს გაგიცრუებთ ან საერთოდ არ  განხორციელდება. მოერიდეთ მსხვილი კაპიტალის დაბანდებას, რადგან მოგების ნაცვლად მხოლოდ იზარალებთ. ძალიან გაგიჭირდებათ მტრების და მოკეთეების ერთმანეთისგან გაჩევა, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ყველას განსაკუთრებული მეგობრებს და კოლეგებს, რომლებიც არ მოერიდებიან თქვენს მოტყუებას და მაქინაჩიებში ჩაბმას. ეცადეთ არ აჰყვეთ ემოციებს და იმოქმედოთ საღი გონებით, რათა თავი დააღწიოთ დამატებით პრობლემებს.

ტყუპები – დინამიური, თუმცა რთული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის, ჩვეული კომუნიკაბელურურობის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენას, თუმცა ძალიან გაგიჭირდებათ გაცემული დაპირებების შესრულება, რაც სერიოზულად შეაფერხებს თქვენს გეგმებს, სულსწრაფობა და უყაირათობა კი, ფინანსური პრობლემების მიზეზი გახდება. არ ღირს ახალი პროექტების დაწყება, უმჯობესია დაასრულოთ ძველი საქმეები და იმ სფეროში იმოქმედოთ, რომელსაც კარგად იცნობთ.

კირჩხიბი – წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირაა. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, შესაძლოა გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადებაც. თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და ახალი საქმის დაწყებისგან, რადგან კონტროლი პარტნიორთა მხრიდან თავისუფლად მოქმედების საშუალებას შეგიზღუდავთ და არ მოგცემთ ინიციატივის გამოვლენის საშუალებას, რაც თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს და კონფლიქტში ჩაბმას გაიძულებთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, თანაბრად გადაანაწილეთ დრო საშინაო და სამსახურეობრივ საქმეებზე, რადგან ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება ფიზიკურადაც დაგღლით და ემოციურადაც გამოგფიტავთ. მოერიდეთ საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას და ახალი პროეტქების დაწყებას, შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით და არ აჰყვეთ სხვათა პროვოკაციას, ფუჭ დაპირებას. თუმცა, ნეგატიურ კვირას გარკვეული სარგებელიც აქვს, რადგან სირთულეების დაძლევით უკეთ გაერკვევით გარშემომყოფებსა და საკუთარ შესაძლებლობებში.

ლომი – დინამიური, თუმცა მეტად რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა, გაგიჭირდებათ გრძნობების, იმპულსების მართვა, რაც უსიამოვნებებს შეგიქმნით საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობაში. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება, რადგან შეუსრულებელი პირობები თქვენი გაღიზიანების და კოლეგებთან, მეგობრებთან სერიოზული კონფლიქტის მიზეზი გახდება. ნაკლებად სასიკეთო კვირაა ცვლილებების განსახორციელებლად და ახლობლებთან ურთიერთობის გასარკვევად, რადგან მხოლოდ რეპუტაციას შეილახავთ, სასურველ მიზანს კი, ვერ მიაღწევთ. იმოქმედეთ გააზრებულად და ენდეთ ინტუიციას, რათა თავი დააღწიოთ დამატებით პრობლემებს.

ქალწული – ძალიან რთული, პრობლემური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის, არასტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ საკუთარი უფლებების და ინტერესების დაცვა, რადგან ბევრი ეცდება თქვენი რეპუტაციის შელახვას და ავტორიტეტის დაკნინებას, მით უფრო, რომ სიამაყე და მოჭარბებული ამბიციები არ მოგცემთ სიტუაციის ობიექტურად შეფასების და ადეკვატური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას. არაა გამორიცხული იზოლაციაში მოგაქციონ კოლეგებმა და არ მოგვცენ აზრის გამოთქმის საშუალება, რაც სერიოზულად შეაფერხებს თქვენს გეგმებს და მიზნებს. თავი შეიკავეთ ახალი პროეტების დაწყებისა და ცვლილებების განხორციელებისგან, გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ეცადეთ გაიაროთ კვირა ზედმეტი უსიამოვნებების გარეშე.

სასწორი – რთული, არასტაბილური კვირაა. არ ღირს მოგზაურობა და უცხოელებთან ნაცნობობის გაბმა. არაა გამორიცხული მოულოდნელად მოგიწიოთ გეგმების შეცვლა და სიტუაციას სწრაფად მორგება. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, რათა ძველი დაავადებების გამწვავებამ ხელი არ შეგიშლოთ გააქტიურებასა და დასახული მიზნების განხორციელებაში. მაქსიმალურად აკონტროლეთ ფინანსები, რადგან ხარჯი უფრო მეტი გექნებათ, ვიდრე შემოსავალი, სულსწრაფობა და უყაირათობა კი, ბევრად მეტი თანხის დახარჯვას გაიძულებთ, ვიდრე ბიუჯეტი მოქცემთ საშუალებას.

მორიელი – საკმაოდ პრობლემური კვირაა. მაქსიმალური სიფრთხილით წარმართეთ ფინანსური საკითხები და მოაგვარეთ უსიამოვნებები საგადასახადო ორგანიზაციებთან, რადგან ახლობლები, ვისი ფინანსური მხარდაჭერის იმედიც გქონდათ, უარს გეტყვიან დახმარებაზე. მოერიდეთ კამათს და უკმაყოფილების გამოთქმას, თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და ახალი პროექტების დაწყებისგან, უმჯობესია დაასრულოთ ძველი საქმეები და მოაგვაროთ ძველი კონფლიქტები.

მშვილდოსანი – ნაკლებად ჰარმონიული კვირაა. გაგიჭირდებათ საქმიან პარტნიორებთან ურთიერთგაგების მოძიება და თქვენთვის სასარგებლო პირობებზე შეთანხმება. არ ღირს ზედმეტი ინიციატივის გამოჩენა, რადგან ლიდერობის სურვილი მხოლოდ პარტნიორთა გაღიზიანებას და უნდობლობას გამოიწვევს, რაც ნეგატიურად აისახება თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე. გაითვალისწინეთ გამოცდილი, კომპეტენტური ადამიანების რჩევები და იმოქმედეთ ინტუიციაზე დაყრდნობით, რათა თავი დააღწიოთ დამატებით კონფლიქტებსა და უსიამოვნებებს.

თხის რქა – კონფლიქტური, ნაკლებად ჰარმონიული კვირაა. გაგიჭირდებათ პარტნიორებთან საერთო ენის მოძიება და მოლაპარაკების გამართვა, რისი მიზეზიც თქვენი სიჯიუტე გახდება. გამოიჩინეთ ტაქტი და თავშეკავება, რადგან კონფლიქტი კოლეგებთან  პირველ რიგში თქვენს მიმართ ნდობას შეამცირებს და შესაძლოა, სრულ იზოლაციაშიც აღმოჩნდეთ. თუმცა, არ ღირს პრობლემებს ზედმეტად ჩაძიება, რათა ერთ პრობლემაზე კონცენტრირებით სხვა უსიამოვნებები არ გამოგეპაროთ, მით უფრო, რომ ბევრად ძლიერ მეტოქეებთან მოგიწევთ კონკურენცია. მიმართეთ მეგობრებს დახმარებისთვის, რადგან მხოლოდ მათი მხარდაჭერით შეძლებთ მეტ-ნაკლები სტაბილურობის შენარჩუნებას.

მერწყული – საკმაოდ მძიმე კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ არ მოგასვენებთ შინაგანი დისკომფორტი, რაც საკუთარი თავის, ცხოვრების შეცვლას გაიძულებთ. ამასთანავე დაგეძაბებათ ურთიერთობა ახლობლებთან, არასტაბილური სიტუაცია შეიქმნება სამსახურში და იმედს გაგიცრუებენ მეგობრები, რომლებიც ნებისმიერ თქვენს თხოვნას უარით უპასუხებენ.

თევზები – რთული, უსიამოვნებებით სავსე კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე, არ ღირს გადატვირთვა და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება, მით უფრო, რომ სწორედ ახლა მოგიწევთ ძველი პრობლემების მოგვარება და დაუსრულებელი საქმეების ბოლომდე მიყვანა. არაა გამორიცხული მოგიწიოთ რთული არჩევანის გაკეთება პროფესიულ, პირად ცხოვრებას შორის და იძულებული გახდეთ დაიცვათ საკუთარი ინტერესები.

 

გეომაგნიტური დღეები – 17, 19, 20, 21 და 23 ივნისი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები