მიხეილ ცაგარელის კვირის (24-30 ივნისი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის. დედამიწის ნეგატიური ენერგოველის  გავლენას ზოდიაქოს ყველა ნიშანი საკუთარ თავზე იგრძნობს, რადგან ყველას უამრავი პრობლემა ექნება მოსაგვარებელი.

ვერძი – ნაკლებად ჰარმონიული კვირაა, რაც პირველ რიგში, პროფესიულ საქმიანობაზე აისახება. იძულებული გახდებით დათმოთ გავლენის სფეროები, მოისმინოთ კოლეგათა და ხელმძღვანელეთა კრიტიკა, სულსწრაფობა და უყაირათობა, სიჯიუტე და უკონტროლო ემოციები კი, კონფლიქტების მიზეზი გახდება და ფინანსურ შეცდომებს დაგაშვებინებთ, რომელთა გამოსწორება გადადების გარეშე მოგიწევთ.

კურო – არასტაბილურ კვირაში განსაკუთრებით მოგეძალებათ სიზარმაცე, კომფორტის შექმნის და სიამოვნების მიღების სურვილი კი, სოლიდური თანხის აბსოლუტურად უაზროდ დახარჯვას გაიძულებთ, რადგან ზარალის მეტს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას და შორეულ მოგზაურობას, რადგან მოულოდნელად შექმნილი პრობლემები, საკმაოდ რთული მოსაგვარებელი გახდება. მართალია, კვირის ბოლოს საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, რაც განწყობაზეც პოზიტიურად აისახება, მაგრამ მანამდე  ემოციების მაქსიმალური კონტროლი მოგიწევთ, რათა არ აჰყვეთ ცდუნებებს და გარშემომყოფთა პროვოკაციებს.

ტყუპები – საკმაოდ რთული კვირაა, რადგან სრულად მოგიწევთ ძველი შეხედულებების, წარმოდგენების გადაფასება, იმედს გაგიცრუებენ საქმიანი და სასიყვარულო პარტნიორები, საგადასახადო სამსახურები კი, სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს შეგიქმნიან ვალის და ჯარიმის სასწრაფოდ დაფარვის მოთხოვნით. მოერიდეთ მსხვილ კაპიტალდაბანდებას და მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, რადგან შინაგანი გაორება და სულსწრაფობა გაუაზრებელი მოქმედებისკენ გიბიძგებთ და სერიოზულ შეცდომებსაც დაგაშვებინებთ.

ირჩხიბი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. მართალია, ეტაპობრივად გაუმჯობესდება  სიტუაცია, გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, გახდებით ბევრად ორგანიზებული და ინიციატივიანი, მაგრამ დედამიწის ნეგატიური ენერგოველის გავლენა, თქვენც შეგიქმნით სირთულეებს. იძულებული გახდებით დამოუკიდებლად გადაწყვიტოთ პრობლემები, რადგან დაპირისპირება პარტნიორებთან მათი მხარდაჭერის გარეშე დაგტოვებთ, კონფლიქტი ოჯახის წევრებთან კი, სერიოზულად გაგიფუჭებთ განწყობას. ენდეთ ინტუიციას, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ დამატებითი პრობლემებისგან თავის დაღწევას.

ლომი – კარმული გამოცდის კვირაა. სერიოზული პრობლემები შეგექმენათ სამსახურში, რადგან კონკურენტების გააქტიურება მნიშვნელოვნად შეაფერხებს თქვენს კარიერულ წინსვლას. გაითვალისწინეთ, რომ იწყება ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი მთელი წლის განმავლობაში. დასუსტდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა,  მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და ეცადეთ არ აჰყვეთ ემოციებს, რადგან უკონტროლო გამონათქვამები აუცილებლად კოლეგებთან და მეგობრებთან დაპირისპირების მიზეზი გახდება.

ქალწული – დაძაბული, ნაკლებად შედეგიანი კვირაა, რადგან ვერ შეძლებთ ჩანაფიქრის განხორციელებას, რაც სერიოზულად დაგაეჭვებთ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში. მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები და მოერიდეთ უხეშ გამონათქვამებს, რათა არ დაძაბოთ ურთიერთობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. იმოქმედეთ პრინციპით „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“ და ნუ იჩაქარებთ დასკვნების გაკეთებას. მართალია, გაძლიერდება ენერგოტონუსი, მაგრამ მაინც არ ღირს საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება და რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება.

სასწორი – მეტად დაძაბულ კვირაში არ გექნებათ მოდუნების და დასვენების საშუალება, რადგან სამსახურში უამრავი საკამათო საკითხის მოგვარება მოგიწევთ, მოგზაურობისას კი, იძულებული გახდებით სწრაფად გადაჭრათ მოულოდნელად შექმნილი პრობლემები. მიაქციეთ ყურადღება გააქტიურებულ კონკურენტებს, ანგარიში გაუწიეთ კოლეგებს და ხელმძღვანელებს, რომლებიც საკუთარი პირობებით გაიძულებენ მოქმედებას. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება და დიპლომატია, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში მოგიწევთ დათმობა.

მორიელი – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის, ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, მაგრამ ფინანსურ პრობლემებს მაინც ვერ დააღწევთ თავს. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და დიპლომატია, მაქსიმალურად აკონტროლეთ გამონათქვამები, რათა უხეშობა და ზედმეტი პირდაპირობა არ გახდეს გარშემომყოფთა გაღიზიანების და სერიოზული დაპირისპირების მიზეზი.

მშვილდოსანი – ვალების გასტუმრების კვირაა, რადგან იძულებული გახდებით დაასრულოთ ძველი საქმეები და საბოლოოდ გაარკვიოთ ურთიერთობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიოთან. სურვილის მიუხედავად, მოგიწევთ გარისკვა, რაც არ გაამართლებს და სერიოზულ ფინანსურ პრობლემებსაც შეგიქმნით. აკონტროლეთ ემოციები, რათა თავი დააღწიოთ დამატებით უსიამოვნებებს გარშემომყოფებთან ურთიერთობაში.

თხის რქა – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის და სტაბილური ჯანმრთელობის ფონზე, იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, მაგრამ მაინც უამრავი პრობლემა შეგექმნებათ პროფესიულ სფეროში. მოერიდეთ სარისკო გადაწყვეტილებებს და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას, აკონტროლეთ კონკურენტთა მოქმედება და ანგარიში გაუწიეთ ხელმძღვანელთა  მოთხოვნებს, რომელთა უგულველყოფა, მხოლოდ კონფლიქტის და უსიამოვნების მიზეზი გახდება.

მერწყული – მართალია, შეძლებთ პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას, მაგრამ კვირა მაინც რთული იქნება, რადგან მოგიწევთ გაუთვალისწინებელი პრობლემების სწრაფად დაძლევა და ძველი კონფლიქტების მოგვარება. აკონტროლეთ ემოციები, სულსწრაფობა და ფულის უყაირათოდ ხარჯვის სურვილი, ეცადეთ ყველაფერს იუმორით შეხედოთ, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ მძიმე კვირის მეტ-ნაკლები დანაკარგით გავლას.

თევზები – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ იძულებული გახდებით დაიცვათ საკუთარი ინტერესები და შეინარჩუნოთ გავლენის სფეროები, რადგან სხვა შემთხვევაში კონკურენტები მოურიდებლად დაიკავებენ თქვენს ადგილს. ენდეთ ინტუიციას, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ მართებული გადაწყვეტილების მიღებას.

 

გეომაგნიტური დღეები – 25, 26, 27 და 30 ივნისი.

 

 

მსგავსი თემები