მიხეილ ცაგარელის კვირის (8-14 ივლისი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი – საკმაოდ რთული პერიოდია. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების ალბათობაც. თავი შეიკავეთ პრეტენზიების გამოთქმისა და უკმეხი გამონათქვამებისგან, რათა თავი დააღწიოთ კონფლიქტებს და უსიამოვნებებს. მაქსიმალურად აკონტროლეთ ფინანსები, რადგან მოულოდნელი გადასახადები იმაზე მეტი ხარჯის გაწევას გაიძულებთ, ვიდრე წინასწარ გქონდათ დაგეგმილი. ნაკლებად სასიკეთო პერიოდია მოგზაურობისთვის, სარისკო და ავანტურული მოქმედებებისთვის, რაც მხოლოდ უსიამოვნებებს და პრობლემებს მოგიტანთ. ეცადეთ კვირა მშვიდად გაიაროთ და შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით, არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ.

კურო – ნაკლებად იღბლიანი კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც გააქტიურებას და ინიციატივის, ორგანიზატორული ნიჭის და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენაში დაგეხმარებათ, მაგრამ ძალიან გაგიჭირდებათ ემოციების მართვა და კონფლიქტებისგან თავის დაღწევა, რადგან ზედმეტად გაამახვილებთ ყურადღებას გარშემომყოფთა უმნიშვნელო გამონათქვამაბზე, რაც მხოლოდ გაღიზიანებას გამოიწვევს და დროსაც ფუჭად დაგაკარგინებთ. ნაკლებად შედეგიანი აღმოჩნდება ახალი ნაცნობობა, მეგობრებთან კამათი კი, სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზრდება. გამოიჩინეთ თავშეკავება, მოთმინება და ნებისმიერი საკამათო საკითხის განხილვა შემდეგი კვირისთვის გადადეთ, როცა მეტ-ნაკლებად დამშვიდდება სიტუაცია.

ტყუპები – საკმაოდ რთული კვირაა, რადგან უსიამოვნებებს ვერ ასცდებით პარტნიორებთან ურთიერთობაში, ფინანსური პრობლემები კი, სერიოზულად შეაფერხებენ თქვენს გეგმებს, არაა გამორიცხული სასამართლოშიც მოგიწიოთ საქმის გარჩევა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე  სწრაფად დაიღლებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც, სულსწრაფობა და ემოციონალური არასტაბილურობა კი, არ მოქცემთ პარტნიორთა მოქმედების, მოვლენების ობიექტურად შეფასების საშუალებას და შეცდომებსაც დაგაშვებინებთ, რომელთაც კოლეგები  ისევ თქვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ.

კირჩხიბი –  სხვა ნიშნებთან შედარებით, კირჩხიბისთვის კვირა შედარებით მშვიდი იქნება. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, იგრძნობთ ძალის და ენერგიის მოზღვავებას, ინტუიციაზე დაყრდნობით კი, არ გაგიჭირდებათ სწორი არჩევანის გაკეთება. პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, მაინც აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, არ ღირს ახალი ნაცნობობის გაბმა, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება და ახალი საქმის დაწყება. მოერიდეთ ავანტურულ, საეჭვო პროექტებში ჩაბმას, რადგან ნებისმიერი წამოწყება მარცხით და პარტნიორთა ღალატით დასრულდება. ანგარიში გაუწიეთ გარშემომყოფთა სურვილებს, მოისმინეთ მათი პრეტენზიები და აუცილებლად გაითვალისწინეთ უკმაყოფილების მიზეზი. არა გამორიცხული ერთი შეხედვით უმნიშვნელო კამათი, სერიოზული დაპირისპირებით და სასამართლოში საქმის გარჩევით დასრულდეს. ნუ გექნებათ ახლობელთა მხარდაჭერის იმედი, მეტიც შესაძლოა ყველამ ზურგი შეგაქციოთ და ბოიკოტიც გამოგიცხადონ.

ლომი – წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რადგან მაღალია ტრავებისა და ავარიების ალბათობა. მოერიდეთ ახალი პროექტების დაწყებას, რადგან სწორედ ამ კვირაში მოგიწევთ ძველი საქმეების დასრულება, არაა გამორიცხული უსიამოვნება შეგექმნათ სამსახურში, ურთიერთობის გარჩევა მოგიწიოთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან. მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, ნუ აჰყვებით პესიმიზმს, დეპრესიას და ნუ ჩაებმებით ფარულ მტრებთან, კონკურენტებთან ბრძოლაში, რომლებიც არ მოერიდებიან თქვენს წინააღმდეგ ინტრიგების ხლართვას. ისარგებლეთ მცირე პაუზით და დაისვენეთ, მეტი დრო დაუთმეთ მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობას.

ქალწული – ნაკლებად ჰარმონიული კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციონალური მდგომარეობა, შეძლებთ ორგანიზატორული ნიჭის, დისციპლინის და შრომისუნარიანობის გამოვლენას, მაგრამ ძალიან გაგიჭირდებათ საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან  საერთო ენის გამონახვა. არ ღირს ახალი სამსახურის მოძიება ან საქმის დაწყება, ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდება ახალი ნაცნობების შეძენა და საქმიანი კონტაქტების გაფართოვება. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება, მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი ქცევა და გამონათქვამები, რათა კამათი თვითონ არ აქციოთ სერიოზულ დაპირისპირებად. თავი შეიკავეთ ცუდად ნაცნობ ადამიანებთან პირად ცხოვრებაზე საუბრისგან, რადგან გამხელილი საიდუმლო აუცილებლად სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით.

სასწორი – რთული, დისჰარმონიული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს კონფლიქტების ტენდენცია, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ გარშემომყოფთა კრიტიკის მშვიდად მოსმენა. სასიკეთო კვირაა ახალი ინფორმაციის მისაღებად და ცოდნის გასაღრმავებლად, არაა გამორიცხული ძველ ნაცნობებს შეხედოთ ახლებურად, თუმცა არ ღირს ძველი წყენის გახსენება, რადგან ასე მხოლოდ დაძაბავთ ურთიერთობას. ეცადეთ თანაბრად გაანაწილოთ დრო პირად და საქმიან ცხოვრებაზე, რათა სამსახურში ზედმეტად დაკავებული, უყურადღებობაში არ დაგადანაშაულოთ სასიყვარულო პარტნიორმა.

მორიელი – დინამიური, თუმცა საკმაოდ მძიმე კვირა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, შეძლებთ ორგანიზატორული ნიჭის და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას, მაგრამ ძალიან გაგიჭირდებათ პარტნიორებთან საერთო ენის მოძიება, რაც მათთან დაპირისპირების და ნდობის დაკარგვის მიზეზი გახდება, სერიოზულად შეგიშლით ხელს კარიერის განვითარებასა და იდეების განხორციელებაში. ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდება მგზავრობა და მოგზაურობა, რადგან მარტოს მოგიწევთ მოულოდნელი პრობლემების გადაჭრა. მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი ქცევა, მოერიდეთ უკმეხ გამონათქვამებს, რაცა თავი დააღწიოთ უსიამოვნებებს სახლსა და სამსახურში.

მშვილდოსანი – პრობლემებით სავსე კვირაა. დროულად დაფარეთ ყველა ვალი,  გადაიხადეთ ჯარიმა და დაიცავით წესები, რადგან ნებისმიერი გადაცდომა მოულოდნელი, მძიმე შედეგებით დასრულდება. ნაკლებად სასიკეთო კვირაა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, რადგან გაიზრდება ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ საბუთების, განსაკუთრებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტების გაფორმებისას, რადგან არაა გამორიცხული დაუშვათ მძიმე და გამოუსწორებელი შეცდომა. არ ღირს ზედმეტი ინიციატივის გამოჩენა, რადგან ასე მხოლოდ გარშემომყოფთა გაღიზიანებას გამოიწვევთ.

თხის რქა – დაძაბული, მეტად რთული კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, გაიზრდება შრომისუნარიანობა და ენთუზიაზმი, მაგრამ ყურადღების გამოჩენა გმართებთ კონკურენტების, ფარული მტრების მიმართ, რომლებიც ინტრიგებით ეცდებიან თქვენთვის პრობლემების შექმნას და ნებისმიერ საშუალებას გამოიყენებენ თქვენი წინსვლის შესაფერხებლად. თავი შეიკავეთ ეჭვიანობისგან,  პარტნიორებისთვის ზედმეტი მოთხოვნების წაყენებისა და პრეტენზიების გამოთქმისგან, რადგან მხოლოდ მათ გაღიზინებას გამოიწვევთ, სასურველ შედეგს კი, ვერ მიაღწევთ.

მერწყული – პრობლემებით დატვირთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს ზედმეტად გადატვირთვა, საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის და ვალდებულებების აღება, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ გაცემული პირობის შესრულება. მოგიწევთ იმ საქმეებსა და პროეტქბში ჩაბმა, რომელთაც დიდხანს გაურბოდით, რაც თქვენს თავისუფლებას შეზღუდავს, გაღიზიანებას გამოიწვევს და ემოციურადაც დაგამძიმებთ. გამოიჩინეთ სიფრთხილე და ენდეთ ინტუიციას, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ სირთულეების ნაკლები დანაკარგით დაძლევას.

თევზები – დინამიური, თუმცა ნაკლებად ჰარმონიული კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ ძალიან გაგიჭირდებათ ილუზიების დაძლევა, ზედმეტი სკეპტიციზმი და სიახლეებზე უარის თქმა კი, ხელს შეგიშლით კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან საერთო ენის მოძიებასა და საკამათო საკითხების გადაწყვეტაში. ეცადეთ არ იმოქმედოთ სხვათა გავლენით და კარნახით, რადგან წარმატების ნაცვლად, მხოლოდ პრობლემებს შეიქმნით, ენდეთ ინტუიციას და გაიზარეთ ყოველი ნაბიჯი, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ დამატებითი პრობლემებისგან თავიდან არიდებას. ნაკლებად სასიკეთო კვირაა კოლექტიური საქმიანობისა და ერთობლივ პროექტებში ჩასაბმელად, იმოქმედეთ დამოუკიდებლად და იზრუნეთ მხოლოდ ინდივიდუალური პროექტების განხორციელებაზე.

 

გეომაგნიტური დღეები – 9, 10, 13 და 14 ივლისი.

 

 

მსგავსი თემები