LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ჩხენკელი: საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის 70% ვაქცინირებულია

102
ჩხენკელი

„საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 70% აცრილია“, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას განაცხადა.

„ამ ხნის განმავლობაში საჯარო და კერძოს სკოლების მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის ვაქცინირებულთა მაჩვენებელი 9%-დან 70%-მდე გაიზარდა და ზრდას ყოველდღიურად განაგრძობს“, – განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად აქტიურად მიმდინარეობს მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის ტესტირება.

ახალი რეგულაციით, 2 დოზით ვაქცინირებულები ყოველ 14 დღეში ერთხელ PCR-ტესტს იკეთებენ, არავაქცინირებულები კი – ყოველ 7 დღეში ანტიგენის ტესტს. პროცესს სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები